პაციენტის პორტალის კონფიდენციალურობის პოლიტიკა

დამტკიცების თარიღი:ბოლო განახლების თარიღი:
1

ზოგადი დებულებები და პოლიტიკის მოქმედების სფერო

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა (შემდგომში - „პოლიტიკა“) განსაზღვრავს სს „მეგა-ლაბის“ ოფიციალური ვებგვერდით -www.megalab.ge და პაციენტის ციფრული პორტალით - https://portal.megalab.ge/ (შემდგომში - „პორტალი“) სარგებლობისას მომხმარებელთა და პაციენტთა პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებს, სამართლებრივ საფუძვლებს, მონაცემთა კატეგორიებს, შენახვის პირობებსა და მონაცემთა სუბიექტის უფლებებს.

პოლიტიკა შემუშავებულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ვრცელდება ფიზიკურ პირებზე, რეგისტრირდებიან პორტალზე ან დაახორციელებენ ავტორიზაციას საკუთარ პირად კაბინეტში.

პოლიტიკა არეგულირებს პორტალის ფარგლებში მონაცემთა დამუშავებას. პორტალის ანგარიშის შექმნა, მისი დეაქტივაცია ან ცალკეული ფუნქციით სარგებლობაზე გაცემული თანხმობის გამოხმობა თავისთავად არ ცვლის ლაბორატორიის ძირითად საინფორმაციო სისტემაში სამედიცინო მომსახურების ფარგლებში მონაცემთა დამუშავების დამოუკიდებელ სამართლებრივ საფუძვლებსა და კანონით განსაზღვრულ შენახვის ვალდებულებებს.

2

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი

სს „მეგა-ლაბი“

საიდენტიფიკაციო ნომერი
405265311
მისამართი
საქართველო, თბილისი, პეტრე ქავთარაძის №23
ელექტრონული ფოსტა
info@megalab.ge
ტელეფონი
+995 32 2 051 111

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი

შპს „ეიჩ ეს ი ჯეორჯია“

საიდენტიფიკაციო ნომერი
405352719
მისამართი
თბილისი, ცოტნე დადიანის №7, ბიზნესცენტრი „ქარვასლა“, A322
საკონტაქტო ტელეფონი
+995 591 07 28 47
ელექტრონული ფოსტა
t.palavandishvili@hsegeorgia.ge

მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული კითხვებით ან საკუთარი უფლებების განხორციელების მოთხოვნით მომხმარებელს შეუძლია მიმართოს კომპანიას ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ზემოაღნიშნული საკონტაქტო საშუალებებით.

3

მონაცემთა დამუშავების მიზნები და სამართლებრივი საფუძვლები

ვებგვერდისა და პორტალის მეშვეობით პერსონალური მონაცემები მუშავდება შემდეგი მიზნებითა და საფუძვლებით:

  • პაციენტის თანხმობა: პორტალის ანგარიშის შექმნასთან დაკავშირებული, თანხმობაზე დაფუძნებული დამუშავება და პირად კაბინეტში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების, მათ შორის კვლევის შედეგების ელექტრონული ფორმით ასახვა ხორციელდება წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
4

მონაცემთა კატეგორიები

ვებგვერდისა და პორტალის მეშვეობით მუშავდება შემდეგი მონაცემები:

  • სარეგისტრაციო და საიდენტიფიკაციო მონაცემები: პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტის მისამართი. მონაცემთა გადამოწმების შედეგად ლაბორატორიულ საინფორმაციო სისტემაში არსებული ჩანაწერებიდან ავტომატურად ივსება პაციენტის სახელისა და გვარის ველები;
  • პირად კაბინეტში განთავსებული სამედიცინო მონაცემები: შესრულებული ლაბორატორიული კვლევების ჩამონათვალი, კვლევის შედეგები, კვლევის ჩატარების თარიღი, რეფერენსული ინტერვალები, მათ შორის PDF ფორმატის პასუხები;
  • ტექნიკური მონაცემები: ერთჯერადი კოდის - OTP-ის გაგზავნისა და შემოწმების სტატუსი, თავად კოდის მნიშვნელობის ტექნიკურ ჟურნალებში შენახვის გარეშე; რეგისტრაციისა და ავტორიზაციის მცდელობების რაოდენობა; არასწორი შეყვანის შედეგად ამოქმედებული 60-წუთიანი დაბლოკვის სტატუსი; მომხმარებლის IP მისამართი; მოწყობილობისა და ბრაუზერის ტიპი; სესიის ხანგრძლივობა და აუცილებელი ტექნიკური ქუქი-ფაილების მონაცემები;

ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.

5

პაციენტის პორტალზე რეგისტრაციის წესი

პორტალზე დანერგილია დამოუკიდებელი რეგისტრაციის ფუნქცია, რომელიც პაციენტს საშუალებას აძლევს, ფილიალში დამატებითი ვიზიტის გარეშე შექმნას პირადი ანგარიში.

რეგისტრაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ პაციენტისთვის, რომლის მონაცემებიც უკვე არსებობს ლაბორატორიის საინფორმაციო სისტემაში.

რეგისტრაციის გვერდზე პაციენტი ავსებს შემდეგ ველებს:

  • პირადი ნომერი
  • დაბადების თარიღი
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი
  • მობილური ტელეფონის ნომერი

სისტემა ამოწმებს მითითებული მონაცემების თანხვედრას ლაბორატორიის საინფორმაციო სისტემაში დაცულ ინფორმაციასთან. მონაცემების დამთხვევის შემთხვევაში ავტომატურად ივსება პაციენტის სახელისა და გვარის ველები.

მონაცემების შევსების შემდეგ ლაბორატორიის საინფორმაციო სისტემაში არსებულ, გადამოწმებულ მობილურ ნომერზე იგზავნება ერთჯერადი დინამიური კოდი - OTP SMS. რეგისტრაციის დასრულება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამის ნომერზე გაგზავნილი კოდის სწორად შეყვანისა და პორტალის მეშვეობით მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის ველის მონიშვნის შემდეგ.

OTP კოდის მოქმედების ვადაა 3 წუთი. კოდი ერთჯერადია და მისი გამოყენების ან მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ აღარ გამოიყენება შესაბამისი ოპერაციის დასადასტურებლად.

რეგისტრაციის პროცესში მონაცემების ან OTP კოდის ზედიზედ სამჯერ არასწორად შეყვანის შემთხვევაში შესაბამისი სარეგისტრაციო მცდელობის გაგრძელება იზღუდება 60 წუთით.

სავალდებულო მონაცემების მიუწოდებლობის, მათი შეუსაბამობის, OTP კოდის დაუდასტურებლობის ან პორტალის შესაბამისი ფუნქციებისთვის აუცილებელი თანხმობის გაუცემლობის შემთხვევაში რეგისტრაცია ვერ დასრულდება.

პორტალზე რეგისტრაციაზე უარი თავისთავად არ ზღუდავს პაციენტის მიერ ლაბორატორიული მომსახურების მიღებას ან კვლევის შედეგების სხვა ხელმისაწვდომი საშუალებებით (ელექტრონული ფოსტა, Whatsapp ჩათი, ფილიალში ასლის მიღება) მიღების უფლებას.

თუ პაციენტის საკონტაქტო მონაცემები შეიცვალა ან იგი ვეღარ სარგებლობს სისტემაში მითითებული მობილური ნომრით, მონაცემების განახლებისა და პორტალზე წვდომის საკითხზე უნდა მიმართოს ლაბორატორიას. მონაცემების შეცვლამდე კომპანია გადაამოწმებს მოთხოვნის წარმდგენი პირის ვინაობასა და შესაბამის უფლებამოსილებას.

6

პაციენტის პორტალზე ავტორიზაციის წესი

რეგისტრირებული პაციენტის პირად კაბინეტში ავტორიზაცია ხორციელდება შემდეგი წესით:

  1. 1საიდენტიფიკაციო მონაცემის მითითება: მომხმარებელი ავტორიზაციის გვერდზე უთითებს პირად ნომერს;
  2. 2ერთჯერადი კოდის გაგზავნა: სისტემა პაციენტის რეგისტრირებულ პროფილთან დაკავშირებულ მობილურ ნომერზე აგზავნის OTP SMS-ს;
  3. 3ავტორიზაციის დასრულება: OTP კოდის სწორად შეყვანის შემდეგ მომხმარებელს ეძლევა პირად კაბინეტსა და მისთვის განკუთვნილ კვლევის შედეგებზე წვდომა.
7

არასრულწლოვანი პაციენტები და წარმომადგენლობა

არასრულწლოვანი პაციენტის მონაცემთა დამუშავებისას კომპანია ითვალისწინებს მის საუკეთესო ინტერესებს, თანხმობის გაცემის კანონით განსაზღვრულ წესს და ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობის სპეციალურ მოთხოვნებს. ამასთან, პაციენტს მშობელს/კანონერ წარმომადგენელს საკუთარი პროფილიდან წვდომა აქვს მხოლოდ 14 წელს მიუღწეველი შვილის/მეურვეობის ქვეშ მყოფი არასრულწლოვნის/მინდობით აღსაზრდელის მონაცემებზე.

წარმომადგენლის მეშვეობით უფლებების განხორციელებისას ლაბორატორია ამოწმებს წარმომადგენლის ვინაობას, უფლებამოსილებასა და მის ფარგლებს. წარმომადგენლისთვის პორტალზე წვდომის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ფუნქციისა და კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას.

8

მონაცემთა შენახვის ვადები

მონაცემები ინახება მხოლოდ შესაბამისი მიზნის მისაღწევად აუცილებელი პერიოდით, მოქმედი სამართლებრივი ვალდებულებების გათვალისწინებით.

  • პორტალის პროფილის მონაცემები: ინახება ანგარიშის მოქმედების განმავლობაში. ანგარიშის დეაქტივაციის შემდეგ მხოლოდ პორტალით სარგებლობისთვის საჭირო მონაცემები იშლება ან ხდება მათი დეპერსონალიზაცია, გარდა იმ მონაცემებისა, რომელთა შემდგომი შენახვის დამოუკიდებელი სამართლებრივი საფუძველი არსებობს;
  • კვლევის შედეგები და სამედიცინო ისტორია: პირად კაბინეტში ხელმისაწვდომია ანგარიშის მოქმედების განმავლობაში, შესაბამისი სამედიცინო ჩანაწერის კანონიერად შენახვის ვადის ფარგლებში. პორტალის პროფილის დეაქტივაცია თავისთავად არ იწვევს ლაბორატორიის ძირითად სისტემაში არსებული სამედიცინო ჩანაწერების წაშლას. მათი შენახვის ვადა განისაზღვრება სამედიცინო დოკუმენტის მიმართ მოქმედი დარგობრივი მოთხოვნების მიხედვით;
9

პორტალის ტექნიკური მხარდაჭერა და კონტრაქტორები

პორტალის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად კომპანია შესაბამისი მომსახურების მიმწოდებლებს მონაცემთა დამუშავებაში რთავს მხოლოდ მათთვის დაკისრებული ფუნქციის შესასრულებლად აუცილებელი მოცულობით.

ერთჯერადი დინამიური კოდების გაგზავნა ხორციელდება შემდეგი მომსახურების მიმწოდებლის მეშვეობით:

შპს მაიფონი, ს/კ 205270473

SMS-ის მომსახურების ფარგლებში მუშავდება მობილური ტელეფონის ნომერი, შეტყობინების შინაარსი და მისი მიწოდებისთვის აუცილებელი ტექნიკური მონაცემები. OTP შეტყობინება არ შეიცავს კვლევის შედეგებს, AI-ანალიზს ან სხვა სამედიცინო ინფორმაციას.

პორტალის ტექნიკურ მომსახურებასა და ჰოსტინგს უზრუნველყოფენ:

10

მონაცემთა სუბიექტის უფლებები და ვალდებულებები

პაციენტს აქვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემდეგი უფლებები:

  • ინფორმაციის მიღების უფლება
  • მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება
  • გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება
  • დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნის უფლება
  • დაბლოკვის მოთხოვნის უფლება
  • თანხმობის გამოხმობის უფლება
  • მონაცემთა გადატანის უფლება
  • გასაჩივრების უფლება
  • პაციენტი ვალდებულია პლატფორმით სარგებლობისას უზრუნველყოს მის მიერ მითითებული ინფორმაციის სისწორე და სისრულე; დაიცვას ავტორიზაციის მონაცემების, მათ შორის, SMS-ით მიღებული ერთჯერადი კოდის კონფიდენციალურობა და არ გადასცეს იგი მესამე პირებს და არ დაუშვას საკუთარი ავტორიზაციის მონაცემების სხვა პირის მიერ გამოყენება;
  • პაციენტი პასუხისმგებელია მის მიერ გამოყენებული ავტორიზაციის მონაცემების უსაფრთხოებაზე და ვალდებულია მიიღოს სათანადო ზომები მათი უნებართვო გამოყენების თავიდან ასაცილებლად.
  • პაციენტი ვალდებულია არ გამოიყენოს პლატფორმა უკანონო მიზნებისთვის ან ისეთი ქმედებების განსახორციელებლად, რომლებიც ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას;
  • პლატფორმაზე წვდომისთვის გამოყენებული ტექნიკური საშუალებებისა და პროგრამული უზრუნველყოფის (მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერისა და სხვა მოწყობილობების) გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებელია თავად პაციენტი. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს პლატფორმაზე წვდომა შეეზღუდება ან შეუძლებელი გახდება მის მიერ გამოყენებული მოწყობილობის, პროგრამული უზრუნველყოფის, ინტერნეტკავშირის ან სხვა, ლაბორატორიის კონტროლს მიღმა არსებული ტექნიკური ან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, აღნიშნული გარემოებით გამოწვეულ შეფერხებაზე ლაბორატორია პასუხისმგებლობას არ იღებს.
11

თანხმობის გამოხმობა და პორტალის პროფილის დეაქტივაცია

პაციენტს შეუძლია მოითხოვოს პორტალით სარგებლობაზე გაცემული თანხმობის გამოხმობა და პროფილის დეაქტივაცია ან დამოუკიდებლად გამოიხმოს - მონაცემთა დამუშავებაზე გაცემული თანხმობა, ლაბორატორიისთვის შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე მიმართვით: info@megalab.ge ან ლაბორატორიის ცხელი ხაზის მეშვეობით: +995 32 2 051 111

12

პოლიტიკის ძალაში შესვლა და ცვლილებები

პოლიტიკა ძალაში შედის დამტკიცებისთანავე და ხელმისაწვდომია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდსა და პაციენტის პორტალზე.

Phone