ინფოთეკა

2026 წლის 31 მაისს თბილისი ჯანდაცვის მეთერთმეტე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს!
კონფერენციის მიზანია ქართველი და ევროპელი ჯანდაცვის პროფესიონალების დამაკავშირებელი პლატფორმის შექმნა – ცოდნისა და კლინიკური გამოცდილების გაზიარებით, სამედიცინო სფეროს წინსვლის ხელშეწყობა
სესიები მოიცავს შემდეგ თემებს:
- ონკოლოგიის სადავო და აქტუალური თემები
- ფსიქიკური ჯანმრთელობის სესია
- ინფექციური დაავადებები და ბაქტერიოფაგები: ზოგადი მიმოხილვა და პერსპექტივები
- საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა საქართველოში პედიატრიული სერვისების განვითარების კუთხით
- თანამედროვე რადიოლოგიის მეთოდები ონკოლოგიური და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტიკაში
- ქრონიკული ტკივილის მულტიდისციპლინური მკურნალობის ძირითადი პრინციპები
გამომსვლელთა შორის იქნებიან როგორც საერთაშორისო სამედიცინო წრეების წამყვანი ექსპერტები, ასევე მეგალაბის წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარი გამოცდილებით და კლინიკური პრაქტიკით გაამდიდრებენ კონფერენციის შინაარსს