პერსონლაურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა

სს „მეგა-ლაბის“ ვებგვერდზე განთავსებული აღნიშნული კონფიდენციალურობის/პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკა (შემდგომ - პოლიტიკა) აღწერს სამედიცინო ლაბორატორიის მიერ პაციენტის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესებს, რომელსაც იგი მოიპოვებს და ამუშავებს პაციენტისთვის სერვისის დაჯავშნის, მომსახურების ან/და სასურველი ინფორმაციის მიწოდების მიზნებისთვის პირადად, სატელეფონო კომუნიკაციის, საიტის ან/და სოციალური ქსელების მეშვეობით.

მონაცემების დამუშავება მიმდინარეობს საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ და საუკეთესო პრაქტიკის, მათ შორის, მონაცემთა დაცვის ევროპული რეგულაციის (GDPR) შესაბამისად.

პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.

მონაცემთა დამუშაბების მიზანი

მონაცემების დამუშავების საფუძვლები

კომპანია მონაცემებს ამუშავებს საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის, მე-5 მუხლით, განსაზღვრული შემდეგი კანონისმიერი საფუძვლებით:

განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მუშავდება სუბიექტის წერილობითი თანხმობისა და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პრევენციული, პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო, სარეაბილიტაციო და პალიატიური მზრუნველობის, მომსახურების, სამედიცინო მოწყობილობების და პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვის მიზნებით საქართველოს კანონმდებლობის ან ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტთან დადებული ხელშეკრულების (თუ ამ მონაცემებს ამუშავებს პირი, რომელსაც პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულება ეკისრება) შესაბამისად.

არასრულწლოვანი პაციენტის მონაცემების, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავებას აუცილებლად წინ უძღვის კანონიერი წარმომადგენლის შესაბამისი თანხმობა.

სს „მეგა-ლაბის“ მიერ დამუშავებული მონაცემები

სს „მეგა-ლაბი“ ამუშავებს შემდეგ ინფორმაციას:

სს „მეგა-ლაბის“ ვებგვერდის მეშვეობით დამუშავებული მონაცემები, თავად, ვებგვერდის მომხმარებლების მიერაა მოწოდებული, მისი მეშვეობით გროვდება შემდეგი მონაცემები::

მოცემული მონაცემები წარმოადგენს სავალდებულოდ მისაწოდებელ ინფორმაციას, ვინაიდან, მომსახურების ჯეროვნად გასაწევად გვესაჭიროება მომხმარებლის იდენტიფიცირება. რაც შეეხება, ელ.ფოსტას, გამოვიყენებთ კვლევის შედეგის გამოგზავნის მიზნით, ხოლო ტელეფონის ნომერს, საჭიროების შემთხვევაში თქვენთან დაკავშირების მიზნით. გაითვალისწინეთ, რომ ლაბორატორია მომსახურების ხასიათიდან გამომდინარე დაამუშავებს თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციასაც, რომელიც წარმოადგენს განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს.

პაციენტის მონაცემების გაზიარება

ლაბორატორიისთვის მიწოდებული ინფორმაცია კონფიდენციალურია. კომპანია პაციენტის მონაცემებს არ გადასცემს სხვა მესამე პირებს, გარდა მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირებისა და კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.

პაციენტის მოთხოვნით, კვლევის ღირებულების დაფინანსების მოპოვების მიზნით სამედიცინო მონაცემები შესაძლოა ატვირთულ იქნეს საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსპორტალზე.

მონაცემები ასევე, შეიძლება გაზიარდეს სადაზღვევო კომპანიებითან მომსახურების ხარჯთაღრიცხვისა და ანაზღაურების მიზნით.

პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სს „მეგა-ლაბმა“ შესაძლოა თქვენი მონაცემები გადასცეს მესამე პირებს შემდეგ შემთხვევებში:

მონაცემთა გადაცემა ხდება მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებიც უზრუნველყოფენ მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიებს ან კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევების საფუძველზე (მაგ. პაციენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა).

მონაცემების შენახვის ვადები და უსაფრთხოება

სამედიცინო ლაბორატორია პერსონალურ მონაცემებს ინახავს და ამუშავებს ამ დოკუმენტში მოცემული მიზნებისთვის. თქვენი მონაცემები ინახება მონაცემთა მოპოვების მიზნიდან გამომდინარე შესაბამისი ვადით. პაციენტის პერსონალური, მათ შორის განსაკუთრებული მონაცემები, დამუშავდება შესაბამისი კანონმდებლობისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მოთხოვნილი ვადით.

ჩვენ შესაძლოა შევინახოთ თქვენი პერსონალური მონაცემები განსხვავებული ვადით თუ ეს აუცილებელია ნებისმიერი იურიდიული ვალდებულების, სამართლებრივი მოთხოვნის, დავის, სასამართლო/საარბიტრაჟო/მედიაციის პროცესის მიზნებისთვის.

ხოლო, პაციენტისთვის სამედიცინო ცნობის გაცემის, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებისა და მომსახურების გამოცდილების გაუმჯობესების მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავების ვადა განისაზღვრება 5 წლით.

ამასთან გაითვალისწინეთ, რომ ფაქტობრივი მისამართის შესახებ ინფორმაცია (ბინაზე გამოძახებისას) ინახება 1 წელი. ვიდეოჩანაწერები შეინახება 1 თვის განმავლობაში (რუსთავის ფილიალში - 25 დღე), რის შემდეგაც ის იშლება ავტომატურად.

პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მოწოდებული მონაცემები შეინახება თანხმობის გამოხმობიდან 1 წლის განმავლობაში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავიცვათ მონაცემთა უსაფრთხოება საკანონმდებლო მოთხოვნებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, რის უზრუნველსაყოფად სს „მეგა-ლაბს“ მიღებული აქვს შესაბამის ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების სენსიტიურობიდან გამომდინარე სამედიცინო ლაბორატორია მიმართავს ყველა ღონეს დაიცვას მათი დამუშავებისათვის მაღალი უსაფრთხოების სტანდარტი და დანერგილი აქვს შიდა პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს:

თქვენი უფლებების ეფექტურად დაცვისა და კანონთან სრული შესაბამისობისათვის პოლიტიკა შესაძლოა შეიცვალოს/დაიხვეწოს რეგულატორული თუ ციფრული განვითარების შესაბამისად.

ვებგვერდის მომხმარებლის უფლებები

ვებგვერდის მომხმარებელს უფლება აქვს:

სს „მეგა-ლაბის“ ვებგვერდის მეშვეობით დამუშავებული მონაცემები, თავად, ვებგვერდის მომხმარებლების მიერაა მოწოდებული, მისი მეშვეობით გროვდება შემდეგი მონაცემები::

პაციენტის უფლებები

მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს, სს „მეგა-ლაბს“ მოსთხოვოს დადასტურება, მუშავდება თუ არა მის შესახებ მონაცემები, დასაბუთებულია თუ არა მონაცემთა დამუშავება და მოთხოვნის შესაბამისად უსასყიდლოდ მიიღოს შემდეგი ინფორმაცია:

პაციენტს უფლება აქვს გაეცნოს მის შესახებ არსებულ პერსონალურ მონაცემებს და უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები, ასევე, მოითხოვოს ლაბორატორიის მიერ მის შესახებ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება.

პაციენტს უფლება აქვს, გაეცნოს ამ თავით გათვალისწინებულ მონაცემებს ან/და მიიღოს მათი ასლები იმ ფორმით, რომლითაც დაცულია დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან ან/და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირთან. მას, აგრეთვე უფლება აქვს, მოითხოვოს მის შესახებ მონაცემთა ასლების მიწოდება განსხვავებული ფორმით, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დადგენილი გონივრული საფასურის სანაცვლოდ და იმ შემთხვევაში, თუ ეს ტექნიკურად შესაძლებელია.

კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და დადგენილი წესების დარღვევის შემთხვევაში შეგიძლიათ კანონით დადგენილი წესით მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სასამართლოს ან/და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს.

პაციენტის უფლებების შეზღუდვა

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, პაციენტის ზემოაღნიშნული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით და ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში.

პაციენტმა შესაძლოა მოგვმართოს მის შესახებ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების მოთხოვნით. მოთხოვნის შესაბამისად, სს „მეგა-ლაბი“ იღებს ვლადებულებას შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება ან წაშალოს/გაანადგუროს მონაცემები, ან უარი უთხრას პაციენტს და განუმარტოს მას გასაჩივრების წესი.

მისი პერსონალური მონაცემების წაშლა/განადგურებაზე უარი შეიძლება ეთქვას შემდეგი საფუძვლების არსებობისას:

პაციენტის მიერ თანხმობის გამოხმობის შემთხვევაში/მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის შემთხვევაში, მას დეტალურად და სწორად განემარტება თანხმობის გამოთხოვის/მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის შემდგომი შესაძლებელი შედეგები

პაციენტი მოთხოვნილ ინფორმაციაზე პასუხს მიიღებს მის მიერ შერჩეული ფორმით (წერილობით, ზეპირად, ელექტრონული ფორმით, სხვ.) მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

პაციენტის მიერ თანხმობის გამოხმობა/მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნა არ იწვევს თანხმობის გამოხმობამდე და თანხმობის ფარგლებში წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას.

უარი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ თქვათ უარი თქვენ მიერ გაცხადებულ თანხმობაზე პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მომსახურების შეწყვეტა.

უარი და სხვაგვარი მომართვები შეგიძლიათ დააფიქსიროთ შემდეგ მისამართზე info@megalab.ge წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით, რა შემთხვევაშიც კომპანია შეწყვეტს თქვენი იმ პერსონალური მონაცემების დამუშავებას, რომლის დამუშავებაზეც თქვენ განაცხადეთ უარი.

მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს (DPO):

ტელეფონი: 591 07 28 47

ელ ფოსტა: m.paitchadze@hsegeorgia.ge

Phone