კვლევა წელიწადში
მეგალაბის სამედიცინო ლაბორატორია უზრუნველყოფს სრულ ლაბორატორიულ დიაგნოსტიკურ სერვისს ერთ სივრცეში, სადაც ყოველდღიურად 17,000-ზე მეტი კვლევა მუშავდება. ლაბორატორია მოიცავს ოთხ წამყვან, ულტრათანამედროვე დეპარტამენტს: კლინიკური ლაბორატორია, მიკრობიოლოგია, მოლეკულური და უჯრედული დიაგნოსტიკა, პათოლოგია.
მეგალაბის მიზანია პაციენტსა და ექიმს მიაწოდოს ზუსტი, სანდო და დროული ინფორმაცია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად.
პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ ჩაიტარონ კვლევები როგორც მეგალაბის ფილიალებში, ასევე ისარგებლონ ბინაზე გამოძახების სერვისითა და მეგალაბი დრაივით. ხოლო სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილია უპრეცენდენტო კომფორტული და ფერადი ლაბორატორიული სივრცე - Megalab Kids-ი, სადაც მაღალკვალიფიცირებული პერსონალი მაქსიმალურად შეეცდება პატარებს აარიდოს ვიზიტით გამოწვეული სტრესი.
თანამედროვე ლაბორატორიული მომსახურება კვლევის შესრულებით არ სრულდება. პაციენტისთვის მნიშვნელოვანია, პასუხი სწრაფად მიიღოს, საჭირო დროს მარტივად მოძებნოს და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მისთვის მოსახერხებელი არხით მართოს. ამიტომაც მეგალაბის ციფრული ეკოსისტემა აერთიანებს ლაბორატორიულ პროცესებსა და პაციენტისთვის შექმნილ ციფრულ სერვისებს.
ციფრული სისტემა ლაბორატორიის შიდა პროცესებშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ნიმუშის მოძრაობის, კვლევის ეტაპებისა და შედეგების მართვა ინტეგრირებული პროგრამული სისტემების საშუალებით მიმდინარეობს, რაც პროცესების ეფექტურობას, მონაცემთა დაცვასა და მიკვლევადობას უწყობს ხელს.
პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია:
- პირადი კაბინეტი
- ჩატარებული კვლევების ისტორია
- პასუხების მიღება ელფოსტის საშუალებით
- შედეგების მიღება WhatsApp-ის საშუალებით
- კვლევის პასუხების ციფრული ინტერპრეტაციის შესაძლებლობები
მეგალაბი ციფრებში
- 17 000+
კვლევა ყოველდღიურად
- 800+
კვლევის სახეობა
- 150+
მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატი და დიაგნოსტიკური პლატფორმა
- 200+
პარტნიორი კლინიკა, ჰოსპიტალი და სადაზღვევო კომპანია
- 15
ფილიალი
- 24/7
ცენტრალური ლაბორატორიის უწყვეტი მუშაობა
ჩვენი მისია
მეგალაბის მისიაა, პაციენტსა და ექიმს მიაწოდოს ზუსტი, სანდო და დროული დიაგნოსტიკური ინფორმაცია, რომელიც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.
ამისთვის მეგალაბი მუდმივად ავითარებს ლაბორატორიულ შესაძლებლობებს, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს, აუმჯობესებს პროცესებს და აძლიერებს პროფესიულ ცოდნას.
მეგალაბის მიზანია მაღალი ხარისხის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა იყოს ხელმისაწვდომი საქართველოს მასშტაბით, უწყვეტად და ერთიანი სტანდარტით.
ჩვენი ხედვა
მეგალაბის ხედვაა, იყოს რეგიონის წამყვანი რეფერენს ლაბორატორია და საქართველოში მსოფლიო დონის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის სტანდარტის განვითარებას შეუწყოს ხელი.
მეგალაბის მიზანია იყოს არა მხოლოდ ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელი, არამედ ცენტრი, რომელიც ქვეყანაში ახალ დიაგნოსტიკურ შესაძლებლობებს ქმნის, თანამედროვე ტექნოლოგიებს ნერგავს და ლაბორატორიული მედიცინის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ჩვენი ღირებულებები
ნდობა და პასუხისმგებლობა
ლაბორატორიული მომსახურება უმნიშვნელოვანესი ეტაპია პაციენტის სწორი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის გეგმის შედგენაში. ამიტომაც მეგალაბის თითოეული თანამშრომელი ყოველ ნიმუშს უდიდესი პასუხისმგებლობით უდგება. მეგალაბის მთავარი მიზანია გაამართლოს პაციენტისა და ექიმის ნდობა და მაქსიმალურად ზუსტი პასუხი გასცეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კითხვებს.
ხარისხი და უსაფრთხოება
საერთაშორისო სტანდარტები მეგალაბის ყოველდღიური საოპერაციო კულტურის განუყოფელი ნაწილია. პროცესების სტანდარტიზაცია, ხარისხის მკაცრი კონტროლი და პაციენტის უსაფრთხოება ჩვენი ყოველი გადაწყვეტილების საწყისია.
ინოვაცია და განვითარება
მეგალაბი ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს, ახალ კვლევებსა და ციფრულ გადაწყვეტილებებს, რათა მუდმივად შექმნას და გაზარდოს საქართველოში ხელმისაწვდომი დიაგნოსტიკის შესაძლებლობები.
ერთიანი გუნდი
მეგალაბის ძალა სხვადასხვა მიმართულების პროფესიონალთა ცოდნისა და გამოცდილების გაერთიანებაშია. თანამშრომლობა, მუდმივი სწავლა და საერთო პასუხისმგებლობის კულტურა ქმნის უმაღლესი ხარისხის მომსახურებას.
ყველაფერს თავისი პასუხი აქვს.
გაიგე მეგალაბში.

