ელექტროლიტები, სისხლში

ელექტროლიტები, სისხლში

ფასი: 35 ₾

კვლევის შესახებ

ელექტროლიტები ელექტრონულად დამუხტული მინერალური ნივთიერებებია, რომლებიც აუცილებელია ნერვული იმპულსების გადაცემის, კუნთების შეკუმშვის, გულის რიტმისა და სითხის ბალანსის რეგულაციისთვის.

ამ კვლევით ძირითადად ფასდება:


ნატრიუმი (Na - უზრუნველყოფს ნერვ-კუნთოვანი გადაცემის რეგულაციას და ორგანიზმში სითხის კონტროლს);


კალიუმი (K -მნიშვნელოვანი კომპონენტია გულის კუნთის მუშაობისთვის, გავლენას ახდენს რიტმის ცვლილებებზე და უზრუნველყოფს კუნთოვანი და ნერვული ქსოვილის სწორ მუშაობას);


ქლორი (Cl - ერთ-ერთი ძირითადი ინდიკატორია სითხის ბალანსის რეგულაციაში);


იონიზირებული კალციუმი (Ca++ - გულის მუშაობის, ნერვული იმპულსების გადაცემისა და კუნთების შეკუმშვის მნიშვნელოვანი მარკერია).

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია, როდესაც სახეზეა:


  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები (რიტმის დარღვევები, ჰიპერტენზია, შეშუპება);
  • თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა;
  • თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები;
  • ნერვ-კუნთოვანი სისტემის პათოლოგიები (კუნთების სისუსტე, კრუნჩხვები);
  • ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა;
  • დეჰიდრატაცია (ღებინება, დიარეა) ან ჭარბი სითხის მიღება;
  • მალაბსორბცია ან პარენტერალური კვება;
  • ენდოკრინული პათოლოგიები (ჰორმონალური ცვლილებები);
  • ზოგიერთი მედიკამენტის (დიურეტიკების) მკურნალობის მონიტორინგი.

ინტერპრეტაცია

ელექტროლიტური დისბალანსი ხშირად შეიძლება მიუთითებდეს სხვადასხვა მწვავე და ქრონიკულ მდგომარეობაზე.


  • K ↑ (ჰიპერკალემია) – თირკმლის მწვავე უკმარისობა, კალიუმის ხსნარის სწრაფი შეყვანა, მასიური ჰემოლიზი, ქსოვილის მძიმე დაზიანება, შიმშილი, აციდოზი, დეჰიდრატაცია;
  • K ↓ (ჰიპოკალემია) – ჰიპოთერმია, ქრონიკული შიმშილი, კალიუმის დაკარგვა ჭრილობებიდან და დამწვარი ადგილებიდან, ღებინება, ფაღარათი, ნაწლავის ხაოების ადენომა, თირკმლის მილაკოვანი აციდოზი, კუშინგის სინდრომი, კალიუმის დაკარგვა უჯრედგარე სითხიდან, დიურეტიკების ხანგრძლივი მოხმარება;
  • Na ↑ (ჰიპერნატრემია) – ვითარდება ორგანიზმის ჰიპერჰიდრატაციის სინდრომის, პარენქიმატოზული ნეფრიტის და გულის უკმარისობის დროს;
  • Na ↓ (ჰიპონატრემია) – ნატრიუმის დაკარგვა ღებინების, დიარეის და ჭარბი ოფლიანობის შედეგად;
  • Ca ↓ (ჰიპოკალცემია) – თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ჰიპოფიზის წინა ნაწილის ჰიპოფუნქცია, რაქიტი, პარათირეოზი, ტოტალური თირეოიდექტომია, ალკოჰოლიზმი, ღვიძლის ციროზი, არაადეკვატური კვება და მწვავე პანკრეატიტი;
  • Ca ↑ (ჰიპერკალცემია) – ბავშვთა იდიოპათიური ჰიპერკალცემია, დეჰიდრატაცია, პანკრეასის კიბო, პოლიციტემია, პეჯეტის დაავადება, D ვიტამინით ინტოქსიკაცია.
  • Cl ↑ (ჰიპერქლორემია) – დეჰიდრატაცია, მეტაბოლური აციდოზი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ჭარბი ნატრიუმის მიღება, 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხანგრძლივი ინფუზია, დიარეა (ბიკარბონატის დაკარგვა);
  • Cl ↓ (ჰიპოქლორემია) – ღებინება, მეტაბოლური ალკალოზი, ჭარბი ოფლიანობა, დიურეტიკების მიღება, გულის ან თირკმლის ქრონიკული დაავადებები, ჰიპონატრემია.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან, რადიოლოგიური და სხვა გამოკვლევასთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

რეკომენდებულია უზმოდ ყოფნა. ბოლო 12 სთ-ის განმავლობაში არ მიიღოთ საჭმელი და სასმელი (მათ შორის: ალკოჰოლი, გაზიანი სასმელი, ყავა, წყალი), არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი და თამბაქო).

მასალის ტიპი

სისხლი (პლაზმა)

კვლევის შესრულების დრო

3 საათი

ქვეყანა

საქართველი

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

ბიოქიმია
Phone