რევმატოიდული ფაქტორი (RF) სისხლში

რევმატოიდული ფაქტორი (RF) სისხლში

ფასი: 25 ₾

კვლევის შესახებ

რევმატოიდული ფაქტორები (RF) აუტოანტისხეულების ჰეტეროგენული ჯგუფია, რომლებიც დაკავშირებულია რევმატოიდული ართრიტის (RA) დიაგნოზთან, მაგრამ ასევე გვხვდება სხვა ანთებითი რევმატული და არარევმატული მდგომარეობების დროს. რევმატოიდული ფაქტორი IgG, IgM, IgA კლასის ავტოანტისხეულებია, რომელიც წარმოიქმნება აგრეგირებული მოდიფიცირებული IgG-ს სტიმულაციის ან იმუნორეგულაციის დარღვევის დროს ჯვარედინად მოქმედი ეგზოგენური ანტიგენის ზემოქმედების შედეგად. კომპლექსი IgG+RF არ ფაგოციტირდება, გადადის პერივასკულურ სივრცეში, ასტიმულირებს უჯრედულ ციტოტოქსიკურ რეაქციებს, რასაც მივყავართ ანთებითი პროცესის დაწყებამდე.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია, როდესაც გამოხატულია:


  • სახსრების ტკივილი;
  • შეშუპება;
  • დილის შებოჭილობა;
  • რევმატოიდული ართრიტის ეჭვი;
  • აუტოიმუნური დაავადებების სკრინინგის საჭიროება;
  • ქრონიკული ანთებითი პროცესები;
  • გაურკვეველი წარმოშობის ხანგრძლივი ტკივილები.

ინტერპრეტაცია

რევმატოიდული ფაქტორის მომატება აღინიშნება შემდეგ შემთხვევებში:


  • რევმატოიდული ართრიტი;
  • რევმატიზმი;
  • ინფექციური მონონუკლეოზი;
  • მწვავე ანთებითი პროცესები;
  • სისტემური წითელი მგლურა;
  • ტონზილიტი;
  • ტუბერკულოზი;
  • სიფილისი;
  • ბაქტერიული ენდოკარდიტი;
  • ვირუსული ინფექციები;
  • ფილტვის დაავადებები (სარკოიდოზი, ინტერსტიციული ფიბროზი);
  • ღვიძლის პათოლოგიები (ციროზი, ჰეპატიტები);
  • ონკოლოგიური დაავადებები (ლეიკემია, ლიმფომა, მსხვილი ნაწლავის კიბო);
  • ავტოიმუნური დაავადებები;
  • ასაკობრივი ცვლილებები.

რევმატოიდული ფაქტორის ნორმული ან უარყოფითი მაჩვენებელი არ გამორიცხავს რევმატოიდული ართრიტის არსებობას განსაკუთრებით დაავადების ადრეულ სტადიაზე

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

რეკომენდებულია უზმოდ ყოფნა. ბოლო 12 სთ-ის განმავლობაში არ მიიღოთ საჭმელი და სასმელი (მათ შორის: ალკოჰოლი, გაზიანი სასმელი, ყავა, წყალი), არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი და თამბაქო).

ტესტის მეთოდოლოგია

ADVIA Chemistry XPT (Siemens Healthiness, Germany) – photometric methodology- ავტომატური ბიოქიმიური ანალიზატორი

მასალის ტიპი

სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

3 საათი

ქვეყანა

საქართველი

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

ბიოქიმია
Phone