კვლევის შესახებ
საშოს მიკრობიომი (ვაგინალური მიკრობიომი) წარმოადგენს ბაქტერიებისა და სოკოების ერთობლიობას, რომლებიც ბუნებრივად ბინადრობენ საშოში და უზრუნველყოფენ ჯანსაღი მიკრობული გარემოს შენარჩუნებას. ნორმალურ პირობებში ვაგინალური მიკროფლორა დომინირებულია ლაქტობაცილებით, რომლებიც იცავენ ლორწოვან გარსს პათოგენური მიკროორგანიზმების ჭარბი გამრავლებისგან. თუმცა გარკვეულ პირობებში შესაძლოა მიკრობული ბალანსის დარღვევა, რის შედეგადაც ზოგიერთი მიკროორგანიზმი ჭარბად მრავლდება და ვითარდება ინფექციური პროცესები.
საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური კვლევა ძირითადად გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დიაგნოსტიკისთვის:
- ბაქტერიული ვაგინოზი (BV) - რომელიც გამოწვეულია ვაგინალური მიკრობიომის დისბალანსით. ამ დროს მცირდება ნორმალური მიკროფლორის (ლაქტობაცილები, ბიფიდობაქტერიები) რაოდენობა და ჭარბობს ისეთი მიკროორგანიზმები, როგორიცაა Gardnerella vaginalis და სხვა ანაერობული ბაქტერიები;
- ვაგინალური კანდიდოზი - საფუარისებრი სოკოების ჭარბი გამრავლებით გამოწვეული მდგომარეობა;
- ბაქტერიული ვაგინიტი - ვაგინალური ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესი.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევა რეკომენდებულია შემდეგი სიმპტომების არსებობისას:
- თხელი, ნაცრისფერი, თეთრი ან მწვანე ვაგინალური გამონადენი;
- უსიამოვნო სუნის მქონე გამონადენი;
- ვაგინალური ქავილი და დისკომფორტი;
- წვა ან ტკივილი შარდვის დროს;
- მორეციდივე ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციები.
ინტერპრეტაცია
უარყოფითი შედეგი - 48 საათის განმავლობაში დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ზრდა არ აღინიშნება, რაც მიუთითებს ბაქტერიული ინფექციის არარსებობაზე კვლევის ჩატარების მომენტში.
დადებითი შედეგი - საშოს ნიმუშში აღინიშნება ბაქტერიული ვაგინოზის გამომწვევი ბაქტერიების ზრდა. გამოვლენილ კულტურაზე ტარდება ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობის ტესტი (ანტიბიოტიკოგრამა), რაც ექიმს საშუალებას აძლევს შეარჩიოს მიზანმიმართული და ეფექტური მკურნალობა.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
- ვაგინალური ნაცხის მიკროსკოპული გამოკვლევა;
- ვაგინალური ფლორის კომპლექსური დიაგნოსტიკა;
- ინფექციური დაავადებების აღმოჩენა, პანელი Max ;
- Candida Albicans, დნმ-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში;
- პაპ ტესტი - საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური კვლევა;
- HPV, ადამიანის პაპილომა ვირუსის მაღალი ონკორისკის ტიპების გენოტიპირება ბიოლოგიურ სითხეში;
- HPV, ადამიანის პაპილომა ვირუსის გენოტიპირება ( 40 გენოტიპი) ბიოლოგიურ სითხეში.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
- ტესტამდე მინიმუმ 48 საათით ადრე მოერიდეთ ვაგინალური კრემების, ლუბრიკანტების და მედიკამენტების გამოყენებას;
- ტესტირებამდე 24–48 საათით ადრე თავი შეიკავეთ სქესობრივი კავშირისგან;
- აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ იღებთ ანტიბიოტიკებს ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებს, რადგან აღნიშნულმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს კვლევის შედეგებზე.
მასალის ტიპი
საშოს ნაცხი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
საქართველო