კვლევის შესახებ
ფერიტინი (Ferritin) არის უნივერსალური, უჯრედშიდა და უჯრედგარე, წყალში ხსნადი პროტეინი, რომელიც ასრულებს რკინის შემნახველ და სატრანსპორტო ფუნქციას.
ფერიტინი ძირითადად გვხვდება რეტიკულოენდოთელური სისტემის უჯრედების ციტოპლაზმაში (ძვლის ტვინისა და ელენთის უჯრედებში), ჰეპატოციტებში და ასევე წარმოადგენს სისხლის შრატის ნორმალურ შემადგენელ ნაწილს. ფერიტინის კონცენტრაცია პირდაპირ პროპორციულია ორგანიზმში რკინის მთლიანი მარაგისა, რის შედეგადაც შრატში ფერიტინის განსაზღვრა წარმოადგენს მნიშვნელოვან სადიაგნოსტიკო საშუალებას რკინის სტატუსის შესაფასებლად.
ფერიტინის მაჩვენებელი მიგვანიშნებს ორგანიზმში რკინის მარაგზე და ძირითადად გამოიყენება სხვადასხვა ანემიის დიფერენციალური დიაგნოსტიკისთვის, ასევე ორგანიზმში რკინის დეფიციტის ან სიჭარბის დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის. იგი გამოიყენება რკინის პრეპარატებით მკურნალობის ეფექტიანობის შეფასებისთვისაც.
ამასთანავე, ფერიტინი წარმოადგენს მწვავე ფაზის ცილას, რაც ნიშნავს, რომ მისი მაჩვენებელი იზრდება ანთებითი და ონკოლოგიური პათოლოგიების დროს.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
- ერითროციტების, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დაქვეითება;
- შრატის რკინის დაბალი კონცენტრაცია;
- ზოგადი სისუსტე და ადვილად დაღლა;
- თავბრუსხვევა;
- კანის სიფერმკრთალე;
- მტვრევადი და მშრალი თმა და ფრჩხილები;
- აჩქარებული გულისცემა;
- ძილიანობა;
- ქრონიკული და/ან ფარული სისხლდენა (კუპრისფერი განავალი);
- ღვიძლის პათოლოგიები;
- მეორადი ანემიები (ქრონიკული დაავადებები);
- მალაბსორბცია;
- სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადებები.
ინტერპრეტაცია
ჰიპერფერიტინემია (ფერიტინის მაღალი მაჩვენებელი) შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:
- ჰემოლიზური ანემია;
- მეგალობლასტური ანემია;
- სიდერობლასტური ანემია;
- თალასემია;
- სხვადასხვა ინფექციური დაავადებები;
- მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
- ღვიძლის სხვადასხვა პათოლოგიები (ციროზი, ჰეპატოცელულარული კარცინომა);
- სხვადასხვა ონკოჰემატოლოგიური დაავადებები (ლეიკემია, ლიმფომა);
- პანკრეასის სიმსივნე, ნეირობლასტომა;
- თირკმლის მწვავე და ქრონიკული პათოლოგიები;
- რკინის პრეპარატების გადაჭარბებული მიღება (მათ შორის ჰემოდიალიზი და არაეფექტური ერითროპოეზი);
- სისხლის (ერითროციტარული მასის) ხშირი გადასხმა;
- ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია (ჰიპერთირეოზი);
- რკინით მწვავე ინტოქსიკაცია;
- მემკვიდრეობითი ჰიპერფერიტინემია;
- ღვიძლის დიაგნოსტიკური ბიოფსია.
ჰიპოფერიტინემია (ფერიტინის დაბალი მაჩვენებელი) შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:
- რკინადეფიციტური ანემია;
- მიკროციტარული ანემია;
- სისხლდენა (მათ შორის ფარული სისხლდენა), მენორაგია;
- ხანგრძლივი ქრონიკული ანთებითი დაავადებები (ნაწლავური ინფექციები, სიმსივნური პათოლოგიები);
- ნეფროზული სინდრომი;
- მალაბსორბცია, ცელიაკია;
- ბარიატრიული ქირურგიის შემდგომი პერიოდი;
- ორსულობა, ლაქტაცია;
- რკინის არასაკმარისი მარაგი (ვეგეტარიანელობა, არასწორი კვება).
ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან, რადიოლოგიური და სხვა გამოკვლევასთან ერთად.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
- სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC + ESR);
- C–რეაქტიული ცილა (CRP), სისხლის შრატში, რაოდენობრივი;
- რკინა (Iron), სისხლში;
- ტრანსფერინი (Transferrin), შრატში;
- ტრანსფერინის სატურაცია (%), სისხლში;
- ვიტამინი B12, სისხლში;
- ფოლიუმის მჟავა (Folate), სისხლში;
- ელექტროლიტები (Na, K, Cl, Ca), სისხლში;
- ღვიძლის ფუნქცია (ALT, AST, GGT, საერთო და პირდაპირი ბილირუბინი), სისხლში;
- თირკმლის ფუნქცია (კრეატინინი, შარდოვანა, შარდმჟავა), სისხლში; (თირკმლის ფუნქციის ბიოქიმიური პანელი)
- ალფა-ფეტოპროტეინი (AFP), სისხლში.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
სპეციფიურ მომზადებას არ საჭიროებს
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
სისხლი (შრატი)
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
საქართველი
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
- medscape.com
- uptodate.com
- clevelandclinic.org
- mayoclinic.org
- ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი
- ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
- ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი