ჰომა ინდექსი

ჰომა ინდექსი

ფასი: 60 ₾

კვლევის შესახებ

ჰომა ინდექსი (Homeostatic Model Assessment of Insulin Resistance) - ჰომეოსტატიკური შეფასების მოდელი (HOMA) არის მეთოდი, რომელიც გამოიყენება ინსულინრეზისტენტობისა და ბეტა უჯრედების ფუნქციის განსაზღვრისთვის. თავის მხრივ ინსულინრეზისტენტობა (ინსულინის მიმართ მგრძნობელობის დაქვეითება) რთული მდგომარეობაა, რომლის დროსაც უჯრედები ინსულინზე სათანადოდ არ რეაგირებს. ინსულინი არის ჰორმონი, რომელსაც პანკრეასის ლანგერჰანსის კუნძულების β-უჯრედები გამოყოფს. მისი ძირითადი დანიშნულებაა ორგანიზმის ენერგომომარაგება, რასაც სისხლში გლუკოზის დონის რეგულირებით ახორციელებს. ინსულინი ხელს უწყობს გლუკოზის სისხლიდან უჯრედებში გადატანას და გლუკოზის ენერგიის წყაროდ გამოყენებას. როდესაც უჯრედები ინსულინზე არასათანადოდ რეაგირებენ, სისხლში გლუკოზის დონე იმატებს (ჰიპერგლიკემია), რამაც დროთა განმავლობაში შესაძლოა გამოიწვიოს პრედიაბეტი და ტიპის 2 დიაბეტი.

ინსულინრეზისტენტობის განვითარებას ხელს უწყობს: ჭარბი წონა, ფიზიკური აქტივობის დეფიციტი, ნახშირწყლებით და ცხიმებით მდიდარი საკვები, მედიკამენტები (მაგ. სტეროიდები), ჰორმონალური დარღვევები (კუშინგის სინდრომი, აკრომეგალია, ჰიპოთირეოზი), გენეტიკური წინასწარგანწყობა და სხვა. ინსულინრეზისტენტობა შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს და მას შესაძლოა ახასიათებდეს დროებით ან ქრონიკული მიმდინარეობა.


მეგალაბში HOMA ინდექსის გამოთვლა ხდება არა HOMA1-ის (ძველი, მარტივი ფორმულა), არამედ HOMA2-ის (განახლებული, თანამედროვე მოდელი) მეთოდით.

HOMA2-ის გამოთვლა ხორციელდება სპეციალური პროგრამული კალკულატორის — Oxford HOMA2 Calculator-ის გამოყენებით. აღნიშნული მოდელი ეფუძნება უზმოზე განსაზღვრულ გლუკოზისა და C-პეპტიდის (და არა ინსულინის) მონაცემებს და ითვლება უფრო ზუსტ და თანამედროვე შეფასების მეთოდად.


თავის მხრივ, C-პეპტიდი არის პეპტიდი, რომელიც შედგება 31 ამინომჟავისგან. ის პანკრეასის ბეტა უჯრედებში გამოიყოფილი პროინსულინის, ინსულინისა და C-პეპტიდად დაშლის შედეგად წარმოიქმნება. C-პეპტიდი ინსულინთან ერთად სისხლში ცირკულირებს და ორგანიზმიდან ძირითადად თირკმელების საშუალებით გამოიყოფა. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი 3-4-ჯერ აღემატება ინსულინისას, ამიტომ C-პეპტიდის დონე უფრო სტაბილური მაჩვენებელია ინსულინთან შედარებით. C-პეპტიდის განსაზღვრა საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ ინსულინის სეკრეციის დონე. C-პეპტიდს არ ახასიათებს ბიოლოგიური აქტივობა.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

ჰიპერგლიკემიის (სისხლში გლუკოზის მაღალი დონე) სიმპტომების არსებობის შემთხვევაში:

  • ძლიერი წყურვილი
  • პირის სიმშრალე
  • ხშირი შარდვა
  • სისუსტე
  • მხედველობის დაბინდვა
  • გონების დაბინდვა
  • გულისრევა, მუცლის ტკივილი
  • ქოშინი

შემდგომი მდგომარეობების დროს:

  • ჭარბი წონა
  • ფიზიკური აქტივობის დეფიციტი
  • ნახშირწყლებით და ცხიმებით მდიდარი საკვები
  • მედიკამენტები (მაგ. სტეროიდები)
  • ჰორმონალური დარღვევები (კუშინგის სინდრომი, აკრომეგალია, ჰიპოთირეოზი)
  • დატვირთული გენეტიკა
  • პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი
  • ინსულინრეზისტენტობის მკურნალობის მონიტორინგი
  • პროფილაქტიკურად (განსაკუთრებით პრედიაბეტის სადიაგნოსტიკოდ)

ინტერპრეტაცია

მომატებული მაჩვენებელი ძირითადად მიუთითებს ინსულინრეზისტენტობაზე - მდგომარეობაზე, როდესაც ორგანიზმის უჯრედები ნაკლებად რეაგირებენ ინსულინზე და პანკრეასი იძულებულია მეტი ინსულინი გამოიმუშაოს გლუკოზის დასარეგულირებლად.


მომატებული მაჩვენებელი შეიძლება ასოცირდებოდეს:


  • მეტაბოლურ სინდრომთან;
  • პრედიაბეტთან;
  • ტიპი 2 შაქრიან დიაბეტთან;
  • ჭარბ წონასა და აბდომინურ სიმსუქნესთან;
  • პოლიცისტოზური საკვერცხეების სინდრომთან (PCOS);
  • არტერიულ ჰიპერტენზიასთან;
  • დისლიპიდემიასთან.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

  • სასურველია კვლევა ჩატარდეს უზმოდ
  • არ მიიღოთ მედიკამენტი
  • კვლევის ჩატარებამდე არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი, თამბაქო და თავი შეიკავეთ ფიზიკური დატვირთვისგან

ტესტის მეთოდოლოგია

ADVIA Chemistry XPT (Siemens Healthiness, Germany) – photometric methodology- ავტომატური ბიოქიმიური ანალიზატორი/ ADVIA Centaur® XPT (Siemens Healthiness, Germany) - direct chemiluminescence methodology - ავტომატური იმუნოლოგიური ანალიზატორი

მასალის ტიპი

სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

4 საათი

ქვეყანა

საქართველი

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

იმუნოლოგია
Phone