Candida Albicans, აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში

Candida Albicans, აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში

ფასი: 70 ₾

კვლევის შესახებ

Candida Albicans იწვევს სოკოვანი ინფექციას რომელსაც კანდიდოზი ეწოდება. ის შეიძლება შეგვხვდეს კანის , პირის ღრუს, ნაწლავების, საშოს და საშარდე გზების ლორწოვან გარსებზე. კანდიდოზის განვითარებაში განსაკუთრებით დიდია ანტიბაქტერიული პრეპარატების როლი, რომლებიც ანადგურებენ ადამიანის ნორმალურ მიკროფლორას, ამ დროს არაბაქტერიული ორგანიზმები ინტენსიურად მრავლდებიან. Candida Albicans ხშირად იწვევს ვაგინალურ კანდიდოზს . იგი ძირითადად გვხვდება ქალებში და ვითარდება ვაგინასა და საშარდე გზებში.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

შემდეგი ჩივილების დროს:


  • ხშირი შარდვა;
  • წვა შადვის დროს;
  • ქავილი გენიტალიების არეში;
  • ვაგინალური გამოდანი თეთრი ფერის;
  • ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ.

ინტერპრეტაცია

Candida albicans-ის აღმოჩენა ადასტურებს ვაგინალური კანდიდოზის არსებობას და საჭიროებს შესაბამის მკურნალობას.


გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგის შეფასება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

შარდის შეგროვება:


  • შარდის პირველი ულუფა წინასწარი ჰიგიენური პროცედურების გარეშე.

უროგენიტალური ნაცხის აღება:


  • ნაცხის აღების წინა დღეს არ გამოიყენოთ ვაგინალური სანთლები, ტაბლეტები და მალამოები
  • ქალებში დაუშვებელია ტესტის ჩატარება მენსტრუალური ციკლის დროს
  • კვლევის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტისაგან, არ გამოიყენოთ სპერმიციდი და ლუბრიკანტი
  • მამაკაცები - ნაცხის აღებამდე არ მოშარდოთ 3 საათი

ტესტის მეთოდოლოგია

Candida albicans- ის დნმ-ის თვისობრივი აღმოჩენა შარდში, უროგენიტალურ ნაცხში, სპერმაში. ანალიზი ეფუძვნება რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ( PCR) მეთოდს, პროდუქტის გაძლიერებული ფლუორესცენტული გამოვლენით.

მასალის ტიპი

  • შარდი
  • უროგენიტალური ნაცხი

კვლევის შესრულების დრო

3 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

მოლეკულური და უჯრედული დიაგნოსტიკა
Phone