C–რეაქტიული ცილა (CRP) სისხლის შრატში, რაოდენობრივი

C–რეაქტიული ცილა (CRP) სისხლის შრატში, რაოდენობრივი

ფასი: 35 ₾

კვლევის შესახებ

C-რეაქტიული ცილა (CRP) არის ცილა, რომელიც სინთეზირდება ღვიძლში და მისი დონე სისხლში სწრაფად იმატებს ორგანიზმში ანთებითი პროცესის დროს. CRP წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მგრძნობიარე ლაბორატორიულ მარკერს ანთების, ინფექციისა და ქსოვილთა დაზიანების შესაფასებლად.


CRP-ის პასუხი ხშირად წინ უსწრებს კლინიკურ სიმპტომებს და უფრო ადრეული და მეტად მგრძნობიარე მაჩვენებელია, ვიდრე ედს-ი (ერითროციტების დალექვის სიჩქარე).

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია:


  • ცხელება, ეჭვი ინფექციურ პათოლოგიაზე;
  • მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
  • ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების დიფერენცირება;
  • აუტოიმუნური დაავადებების მონიტორინგი;
  • ონკოლოგიური პათოლოგიები;
  • პოსტოპერაციული და პოსტტრავმული პერიოდები;
  • დამწვრობა;
  • მკურნალობის ეფექტურობის შეფასება.

ინტერპრეტაცია

CRP-ის მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა გამოწვეული იყოს შემდეგი მიზეზებით:


  • ანთებითი პროცესები (ბაქტერიული ან ვირუსული პათოლოგიები);
  • აუტოიმუნური დაავადებები;
  • ონკოლოგიური დაავადებები;
  • პოსტოპერაციული გართულებები;
  • ქსოვილის ნეკროზი;
  • ტრავმა;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
  • გრაფტის უარყოფის რეაქცია;
  • სისტემური რევმატოიდული პათოლოგიები;
  • ტუბერკულოზი.

CRP-ის დაბალი ან ნორმული მაჩვენებლის შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა აქტიური ანთებითი პროცესი ან ინფექცია, თუმცა შედეგი ყოველთვის უნდა შეფასდეს პაციენტის კლინიკური სურათის გათვალისწინებით.


ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან, რადიოლოგიური და სხვა გამოკვლევასთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

სპეციფიურ მომზადებას არ საჭიროებს.

ტესტის მეთოდოლოგია

ADVIA Chemistry XPT (Siemens Healthiness, Germany) – photometric methodology- ავტომატური ბიოქიმიური ანალიზატორი

მასალის ტიპი

სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

3 საათი

ქვეყანა

საქართველი

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

ბიოქიმია
Phone