კვლევის შესახებ
Candida Albicans იწვევს სოკოვანი ინფექციას რომელსაც კანდიდოზი ეწოდება. ის შეიძლება შეგვხვდეს კანის , პირის ღრუს, ნაწლავების, საშოს და საშარდე გზების ლორწოვან გარსებზე. კანდიდოზის განვითარებაში განსაკუთრებით დიდია ანტიბაქტერიული პრეპარატების როლი, რომლებიც ანადგურებენ ადამიანის ნორმალურ მიკროფლორას, ამ დროს არაბაქტერიული ორგანიზმები ინტენსიურად მრავლდებიან. Candida Albicans ხშირად იწვევს ვაგინალურ კანდიდოზს . იგი ძირითადად გვხვდება ქალებში და ვითარდება ვაგინასა და საშარდე გზებში.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
შემდეგი ჩივილების დროს:
- ბუშტუკოვანი გამონაყარი პირის ღრუში;
- ტკივილი შადვის დროს;
- ტკივილი გენიტალიების არეში;
- ბუშტუკოვანი გამონაყარი გენიტალიების არეში;
- კერატიტი;
- ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტის შემთხვევაში;
- იმუნოდეფიციტი.
ინტერპრეტაცია
Candida albicans-ის აღმოჩენა ადასტურებს ვაგინალური კანდიდოზის არსებობას და საჭიროებს შესაბამის მკურნალობას.
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგის შეფასება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
შარდის შეგროვება:
შარდის პირველი ულუფა წინასწარი ჰიგიენური პროცედურების გარეშე.უროგენიტალური ნაცხის აღება:
ნაცხის აღების წინა დღეს არ გამოიყენოთ ვაგინალური სანთლები, ტაბლეტები და მალამოებიქალებში დაუშვებელია ტესტის ჩატარება მენსტრუალური ციკლის დროსკვლევის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტისაგან, არ გამოიყენოთ სპერმიციდი და ლუბრიკანტიმამაკაცები - ნაცხის აღებამდე არ მოშარდოთ 3 საათი
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
- სისხლი • შარდი
- უროგენიტალური ნაცხი
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
საქართველო