Mycoplasma Genitalium DNA (დნმ)-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში, თვისობრივი ანალიზი

Mycoplasma Genitalium DNA (დნმ)-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში, თვისობრივი ანალიზი

ფასი: 50 ₾

კვლევის შესახებ

Mycoplasma Genitalium - ბაქტერია, რომელიც იწვევენ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას.

მიკოპლაზმები გადაიცემა ძირითადად სქესობრივი კავშირით, თუმცა იშვიათად შესაძლებელია ვერტიკალურად - დედიდან ნაყოფზე, მშობიარობის დროს.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

შემდეგი სიმპტომებისას:


  • პროფილაქტიკური კვლევისას;
  • დაავადებების უსიმპტომო მიმდინარეობის დროს;
  • ხშირი შარდვისას;
  • შარდვისას წვის დროს;
  • შარდის შეუკავებლობისას;
  • ვაგინალური გამონადენის დროს;
  • საშვილოსნოს გარე ორსულობისას;
  • ორსულობის შეწყვეტისას;
  • ნაადრევი მშობიარობის დროს;
  • უნაყოფობის მიზეზის დადგენისას (ქალი და მამაკაცი);
  • ორსულობის დაგეგმვისას (ორივე პარტნიორი);

ინტერპრეტაცია

Mycoplasma Genitalium აღმოჩენა მამაკაცებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:

• ცისტიტი;

• პროსტატიტი;

• ურეთრიტი;

• სათესლეების და დანამატების ანთება;

Mycoplasma Genitalium აღმოჩენა ქალებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:

• საშოს, საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნოს და დანამატების ანთება;

• ურეთრიტი;

 

გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგი უნდა შეფასდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

შარდის შეგროვებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • შარდის პირველი ულუფა წინასწარი ჰიგიენური პროცედურების გარეშე.

უროგენიტალური ნაცხის აღებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი:

  • ნაცხის აღების წინა დღეს არ გამოიყენოთ ვაგინალური სანთლები, ტაბლეტები და მალამოები;
  • ქალებში დაუშვებელია ტესტის ჩატარება მენსტრუალური ციკლის დროს;
  • კვლევის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტისაგან, არ გამოიყენოთ სპერმიციდი და ლუბრიკანტი;
  • მამაკაცები - ნაცხის აღებამდე არ მოშარდოთ 3 საათი.

ტესტის მეთოდოლოგია

Mycoplasma Genitalium -ის დნმ-ის თვისობრივი აღმოჩენა. ანალიზი ეფუძნება რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის(PCR) მეთოდს, გაძლიერებული პროდუქტის ფლუორესცენტური გამოვლენით.

მასალის ტიპი

  • შარდი
  • უროგენიტალური ნაცხი

კვლევის შესრულების დრო

3 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

Phone