კვლევის შესახებ
Neisseria gonorrhoeae იწვევს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას გონორეას.
მისი გადაცემა ძირითადად ხდება სქესობრივი კავშირით, თუმცა იშვიათად შესაძლებელია ვერტიკალურად - დედიდან ნაყოფზე მშობიარობის დროს
ხშირ შემთხვევაში გონორეა მიმდინარეობს უსიმპტომოდ, განსაკუთრებით ქალებში, რაც ართულებს მის დროულ დიაგნოსტიკას.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
შემდეგი ჩივილების დროს:
- ხშირი შარდვა;
- წვა შადვის დროს;
- სახსრების ტკივილი;
- ტემპერატურა;
- ვაგინალური გამოდანი;
- საშვილოსნოს გარე ორსულობა;
- ორსულობის შეწყვეტა;
- ნაადრევი მშობიარობა; • ორსულობის დაგეგმვა (ორივე პარტნიორი);
- უნაყოფობის მიზეზის დადგენა (ქალი და მამაკაცი).
ინტერპრეტაცია
Neisseria gonorrhoeae-ს აღმოჩენა მამაკაცებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:
- ცისტიტი
- პროსტატიტი
- ურეთრიტი
- სათესლეების და დანამატების ანთება
Neisseria gonorrhoeae-ს აღმოჩენა ქალებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:
- საშოს, საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნოს და დანამატების ანთება
- ურეთრიტი
გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგის შეფასება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მიერ.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
- კოაგულოგრამა
- D-დიმერი
- ანტითრომბინი III
- პროტეინი C
- პროტეინი S
- ჰომოცისტეინის დონე სისხლში
- lupus anticoagulant
- antiCardiolipin IgG/IgM
- anti-β2 glycoprotein
- სისხლის საერთო ანალიზი
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
შარდის შეგროვება:
- შარდის პირველი ულუფა წინასწარი ჰიგიენური პროცედურების გარეშე.
უროგენიტალური ნაცხის აღება:
- ნაცხის აღების წინა დღეს არ გამოიყენოთ ვაგინალური სანთლები, ტაბლეტები და მალამოები
- ქალებში დაუშვებელია ტესტის ჩატარება მენსტრუალური ციკლის დროს
- კვლევის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტისაგან, არ გამოიყენოთ სპერმიციდი და ლუბრიკანტი
- მამაკაცები - ნაცხის აღებამდე არ მოშარდოთ 3 საათი
ტესტის მეთოდოლოგია
Neisseria Gonorrhoeae -ის დნმ-ის თვისობრივი აღმოჩენა. ანალიზი ეფუძნება რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის(PCR) მეთოდს, გაძლიერებული პროდუქტის ფლუორესცენტური გამოვლენით.
მასალის ტიპი
- შარდი
- უროგენიტალური ნაცხი
კვლევის შესრულების დრო
3 დღის
ქვეყანა
საქართველო