Neisseria Gonorrhoeae DNA (დნმ)-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში, თვისობრივი ანალიზი

Neisseria Gonorrhoeae DNA (დნმ)-ის აღმოჩენა ბიოლოგიურ მასალაში, თვისობრივი ანალიზი

ფასი: 50 ₾

კვლევის შესახებ

Neisseria gonorrhoeae იწვევს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას გონორეას.

მისი გადაცემა ძირითადად ხდება სქესობრივი კავშირით, თუმცა იშვიათად შესაძლებელია ვერტიკალურად - დედიდან ნაყოფზე მშობიარობის დროს

ხშირ შემთხვევაში გონორეა მიმდინარეობს უსიმპტომოდ, განსაკუთრებით ქალებში, რაც ართულებს მის დროულ დიაგნოსტიკას.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

შემდეგი ჩივილების დროს:


  • ხშირი შარდვა;
  • წვა შადვის დროს;
  • სახსრების ტკივილი;
  • ტემპერატურა;
  • ვაგინალური გამოდანი;
  • საშვილოსნოს გარე ორსულობა;
  • ორსულობის შეწყვეტა;
  • ნაადრევი მშობიარობა; • ორსულობის დაგეგმვა (ორივე პარტნიორი);
  • უნაყოფობის მიზეზის დადგენა (ქალი და მამაკაცი).

ინტერპრეტაცია

Neisseria gonorrhoeae-ს აღმოჩენა მამაკაცებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:


  • ცისტიტი
  • პროსტატიტი
  • ურეთრიტი
  • სათესლეების და დანამატების ანთება

Neisseria gonorrhoeae-ს აღმოჩენა ქალებში შესაძლოა მიუთითებდეს შემდეგ დაავადებებზე:


  • საშოს, საშვილოსნოს ყელის, საშვილოსნოს და დანამატების ანთება
  • ურეთრიტი

გაითვალისწინეთ, რომ კვლევის შედეგის შეფასება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის მიერ.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

შარდის შეგროვება:


  • შარდის პირველი ულუფა წინასწარი ჰიგიენური პროცედურების გარეშე.

უროგენიტალური ნაცხის აღება:


  • ნაცხის აღების წინა დღეს არ გამოიყენოთ ვაგინალური სანთლები, ტაბლეტები და მალამოები
  • ქალებში დაუშვებელია ტესტის ჩატარება მენსტრუალური ციკლის დროს
  • კვლევის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში თავი შეიკავეთ სქესობრივი კონტაქტისაგან, არ გამოიყენოთ სპერმიციდი და ლუბრიკანტი
  • მამაკაცები - ნაცხის აღებამდე არ მოშარდოთ 3 საათი

ტესტის მეთოდოლოგია

Neisseria Gonorrhoeae -ის დნმ-ის თვისობრივი აღმოჩენა. ანალიზი ეფუძნება რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის(PCR) მეთოდს, გაძლიერებული პროდუქტის ფლუორესცენტური გამოვლენით.

მასალის ტიპი

  • შარდი
  • უროგენიტალური ნაცხი

კვლევის შესრულების დრო

3 დღის

ქვეყანა

საქართველო

ავტორი და წყარო

Phone