კრეატინინი (CREA), შრატში

კრეატინინი (CREA), შრატში

ფასი: 20 ₾

კვლევის შესახებ

კრეატინინი (CREA) აზოტოვანი ორგანული ნაერთია, რომელიც გვხდება კუნთების მეტაბოლიზმის დროს და ცილა კრეატინის ნარჩენ პროდუქტს წარმოადგენს. ორგანიზმში თირკმლის მიერ ხდება მისი ფილტრაცია სისხლიდან და შარდთან ერთად გამოყოფა. გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის ცვლილება კორელაციაშია კრეატინინის მაჩვენებელთან, რაც მას თირკმლის ფუნქციის შესაფასებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სადიაგნოსტიკო საშუალებად ხდის. წარმოადგენს თირკმლის უკმარისობის დიაგნოსტიკურ მარკერს.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია, როდესაც სახეზეა:


  • თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები;
  • საშარდე გზების პათოლოგიები (მათ შორის შარდ-კენჭოვანი დაავადებები);
  • შარდვასთან დაკავშირებული სიმპტომები (პოლიურია, პოლაკიურია, ოლიგურია, ანურია);
  • შეშუპება, წელის ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება;
  • ჰემოდიალიზი;
  • ნეფროტოქსიური მედიკამენტებით მკურნალობა (ქიმიოთერაპიული ან სხვა პრეპარატები);
  • პოლიტრავმა;
  • შოკი;
  • სეფსისი;
  • მეტაბოლური პათოლოგიები;
  • ჰიპერტენზია;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • დიარეით მიმდინარე პათოლოგიები;
  • დეჰიდრატაცია;
  • ღებინება;
  • ჭარბი ოფლიანობა;
  • პოსტოპერაციული პერიოდი;
  • ორსულობა;
  • კვებითი დეფიციტი (შიმშილი ან სხვა დიეტები);
  • კონტრასტით მიმდინარე მაღალტექნოლოგიური რადიოლოგიური კვლევები (MRI, PET/CT).

ინტერპრეტაცია

კრეატინინის მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა გამოწვეული იყოს შემდეგი მიზეზებით:


  • თირკმლის მწვავე ან ქრონიკული პათოლოგიები;
  • დეჰიდრატაცია;
  • ინტოქსიკაცია;
  • სხვადასხვა კარდიოლოგიური პათოლოგიები;
  • სხვადასხვა ნერვ-კუნთოვანი პათოლოგიები;
  • თირეოიდული ფუნქციის დარღვევით მიმდინარე პათოლოგიები;
  • ზოგიერთი მედიკამენტოზური თერაპიის გვერდითი მოვლენა;
  • შაქრიანი დიაბეტი.

კრეატინინის დაბალი მაჩვენებელი შესაძლოა გამოწვეული იყოს შემდეგი მიზეზებით:


  • კუნთოვანი მასის ცვლილება;
  • დიეტა, შიმშილი და ცილის კვებითი დეფიციტი;
  • ღვიძლის ზოგიერთი პათოლოგიები;
  • ორსულობა.

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან, რადიოლოგიური და სხვა გამოკვლევასთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

რეკომენდებულია უზმოდ ყოფნა. ბოლო 12 სთ-ის განმავლობაში არ მიიღოთ საჭმელი და სასმელი (მათ შორის: ალკოჰოლი, გაზიანი სასმელი, ყავა, წყალი), არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი და თამბაქო).

ტესტის მეთოდოლოგია

ADVIA Chemistry XPT (Siemens Healthiness, Germany) – photometric methodology- ავტომატური ბიოქიმიური ანალიზატორი

მასალის ტიპი

სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

3 საათი

ქვეყანა

საქართველი

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

ბიოქიმია
Phone