მაგნიუმი (Mg), სისხლში

მაგნიუმი (Mg), სისხლში

ფასი: 20 ₾

კვლევის შესახებ

მაგნიუმი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალი, რომელიც მონაწილეობს ნერვული სისტემის, კუნთების, გულის მუშაობისა და ენერგეტიკული ცვლის რეგულაციაში. მაგნიუმი ძირითადად გვხვდება ძვლების, ასევე ერითროციტების, კუნთების, ღვიძლის და სხვა ორგანოებისა და ქსოვილის შემადგენლობაში, ის ასევე წარმოადგენს მრავალი ფერმენტის მნიშვნელოვან კომპონენტს

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია, როდესაც სახეზეა:


  • ნერვ-კუნთოვანი პათოლოგიები (კუნთების სპაზმი, კრუნჩხვები (cramps), ტეტანია, დაჭიმულობა, კანკალი, თავის ტკივილი, უძილობა);
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები (არითმია, ჰიპერტენზია);
  • ნერვული სისტემის ფუნქციური დარღვევები (ხშირი დაღლილობა, გაღიზიანებადობა);
  • ელექტროლიტური ცვლის ბალანსის დარღვევა (ჰიპოკალციემია, ჰიპოკალიემია);
  • დიარეა, მალაბსორბცია, პარენტერალური კვება;
  • თირკმლის პათოლოგიები;
  • ნეფროტოქსიური პრეპარატებით ხანგრძლივი მკურნალობა (ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია);
  • მაგნიუმის შემცველი პრეპარატების ხანგრძლივი მიღება.

ინტერპრეტაცია

მაგნიუმის მაღალი მაჩვენებელი (ჰიპერმაგნეზემია) შესაძლოა გამოწვეული იყოს შემდეგი მიზეზებით:


  • თირკმლის უკმარისობა;
  • მაგნიუმის პრეპარატების ჭარბი მიღება;
  • სხვადასხვა პრეპარატებით ინტოქსიკაცია (სალიცილატები, ლითიუმი);
  • დეჰიდრატაცია.

მაგნიუმის დაბალი მაჩვენებელი (ჰიპომაგნეზემია) შესაძლოა გამოწვეული იყოს შემდეგი მიზეზებით:


  • არასრულფასოვანი კვება, მეტაბოლური აციდოზი;
  • მალაბსორბცია;
  • ხანგრძლივი დიარეა;
  • თირკმლის სხვადასხვა პათოლოგიები (ქრონიკული გლომერულონეფრიტი, პიელონეფრიტი, ოსმოსური დიურეზი);
  • შარდმდენი პრეპარატების მიღება;
  • ღვიძლის პათოლოგიები (ციროზი);
  • პანკრეატიტი;
  • ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევები (ჰიპერთირეოზი, ჰიპერპარათირეოიდიზმი, შაქრიანი დიაბეტი, გახანგრძლივებული ლაქტაცია, ტოქსიკოზით მიმდინარე ორსულობა, ეკლამფსია);
  • ძვლის პათოლოგიები (ოსტეოლიზური სიმსივნეები, მეტასტაზური ჩანართები ძვალში);
  • ჰემოტრანსფუზია, ჰემოდიალიზი;
  • სეპტიცემია;
  • დამწვრობა;
  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

რეკომენდებულია უზმოდ ყოფნა. ბოლო 12 სთ-ის განმავლობაში არ მიიღოთ საჭმელი და სასმელი (მათ შორის: ალკოჰოლი, გაზიანი სასმელი, ყავა, წყალი), არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი და თამბაქო).

ტესტის მეთოდოლოგია

ADVIA Chemistry XPT (Siemens Healthiness, Germany) – photometric methodology- ავტომატური ბიოქიმიური ანალიზატორი

მასალის ტიპი

სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

3 საათი

ქვეყანა

საქართველი

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

ბიოქიმია
Phone