რკინა (Iron), სისხლში

რკინა (Iron), სისხლში

ფასი: 22 ₾

კვლევის შესახებ

რკინა (Iron) ადამიანის ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი მიკროელემენტია. ის მონაწილეობს ჟანგბადის ტრანსპორტირებაში, ნივთიერებათა ცვლის რეგულაციაში, სხვადასხვა ფერმენტების სინთეზში. ადამიანის ორგანიზმში რკინა არსებობს ორი სახით - ჰემინური (ჰემოგლობინის, მიოგლობინის) და აჰემინური (ფერიტინის, ჰემოსიდერინის, ტრანსფერინის) ფორმით. რკინის დიდი ნაწილი შეკავშირებულია ჰემოგლობინთან, ხოლო დანარჩენი რკინა გვხვდება ფერიტინისა და ჰემოსიდერინის სახით. ტრანსპორტირებისთვის რკინა უკავშირდება რკინის გადამტან ცილას - ტრანსფერინს.


რკინის შეწოვა ხდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (დღიურად დაახლოებით 2 მგ-მდე), ხოლო მისი დაკარგვა შესაძლოა მოხდეს საშარდე და ინტესტინალური ტრაქტით, ასევე სანაღვლე გზებით, ოფლით, კანით და ქალებში მენსტრუალური ციკლის (მენზესი) დროს. ჯანმრთელ ადამიანებში რკინის შეწოვა უნდა უზრუნველყოფდეს დანაკარგის კომპენსირებას და ჰომეოსტაზის შენარჩუნებას.


რკინის კონცენტრაცია ორგანიზმში დამოკიდებულია ცირკადულ რიტმზე და დილით დაახლოებით 20%-ით მაღალია; სწორედ ამიტომ, კვლევის ჩატარება რეკომენდებულია დილის საათებში.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:


  • ერითროციტების, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დაქვეითება;
  • ზოგადი სისუსტე, ადვილად დაღლა;
  • თავბრუსხვევა;
  • კანის სიფერმკრთალე;
  • მტვრევადი, მშრალი თმა და ფრჩხილები;
  • აჩქარებული გულისცემა;
  • ძილიანობა;
  • ქრონიკული და/ან ფარული სისხლდენა (კუპრისფერი განავალი);
  • ღვიძლის პათოლოგიები;
  • მეორადი ანემიები (ქრონიკული დაავადებები);
  • მალაბსორბცია.

ინტერპრეტაცია

რკინის მაღალი მაჩვენებელი შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:


  • ჰემოლიზური ანემია;
  • აპლასტიური ანემია;
  • სიდერობლასტური ანემია;
  • თალასემია;
  • იდიოპათიური ჰემოქრომატოზი;
  • მიელოდისპლაზიური სინდრომი;
  • ღვიძლის მწვავე უკმარისობა;
  • თირკმლის მწვავე უკმარისობა;
  • რკინის პრეპარატების გადაჭარბებული მიღება;
  • სისხლის (ერითროციტარული მასის) ხშირი გადასხმა;
  • ორალური კონტრაცეპტივების რეგულარული გამოყენება;
  • რკინით მწვავე ინტოქსიკაცია.

რკინის დაბალი მაჩვენებელი (დეფიციტი) შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგ შემთხვევებში:


  • რკინადეფიციტური ანემია;
  • მიკროციტული ანემია;
  • სისხლდენა (მათ შორის ფარული სისხლდენა), მენორაგია;
  • ხანგრძლივი ქრონიკული ანთებითი დაავადებები (ნაწლავური ინფექციები, სიმსივნური პათოლოგიები);
  • ნეფროზული სინდრომი;
  • მალაბსორბცია;
  • ბარიატრიული ქირურგიის შემდგომი პერიოდი;
  • ორსულობა, ლაქტაცია;
  • რკინის არასაკმარისი მარაგი (ვეგეტარიანელობა, არასწორი კვება).

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან, რადიოლოგიური და სხვა გამოკვლევასთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

  • მკაცრად რეკომენდირებულია სისხლის ნიმუშის აღება დილის 11:00 საათამდე, ცირკადიული რიტმის გათვალისწინებით;
  • რეკომენდებულია უზმოდ ყოფნა. ბოლო 12 საათის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და სასმელი (მათ შორის: ალკოჰოლი, გაზიანი სასმელი, ყავა და წყალი). არ მიიღოთ რკინის პრეპარატები (თუ იტარებდით მკურნალობას, მითითებული უნდა იყოს პრეპარატის დასახელება). არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი და თამბაქო;
  • ანალიზის ჩატარება (რკინის პრეპარატების მიღების შემთხვევაში) რეკომენდებულია მედიკამენტოზური თერაპიის დასრულებიდან 2 კვირის შემდეგ.

ტესტის მეთოდოლოგია

ADVIA Chemistry XPT (Siemens Healthiness, Germany) – photometric methodology- ავტომატური ბიოქიმიური ანალიზატორი

მასალის ტიპი

სისხლი (შრატი)

კვლევის შესრულების დრო

3 საათი

ქვეყანა

საქართველი

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

ბიოქიმია
Phone