კვლევის შესახებ
კალციუმი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მინერალი ორგანიზმში. მისი ყველაზე დიდი რაოდენობა გვხვდება ძვლებისა და კბილების შემადგენლობაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი ნაწილდება სხვადასხვა ქსოვილსა და უჯრედულ სითხეს შორის, სადაც იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მრავალ პროცესში, როგორებიცაა: კოაგულაცია, ნერვ-კუნთოვანი იმპულსების გადაცემა, ჩონჩხისა და გულის კუნთების აგზნებადობა, ფერმენტების გააქტიურება, უჯრედების მთლიანობისა და გამტარიანობის შენარჩუნება.
რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?
კვლევის ჩატარება რეკომენდებულია, როდესაც სახეზეა:
- ძვალ-სახსროვანი პათოლოგიები (ძვლების ტკივილი, ხშირი მოტეხილობები, რაქიტი);
- კუნთოვანი დისფუნქცია (სისუსტე, დისტონია, კუნთების სპაზმი);
- გულის რიტმის დარღვევები (არითმიები);
- ენდოკრინული დაავადებები (პარათირეოიდული ჯირკვლის პათოლოგიები, პოსტთირეოექტომია);
- თირკმლის ქრონიკული დაავადებები (შარდ-კენჭოვანი დაავადებები);
- ვიტამინ D-ის დეფიციტი ან ჭარბი მიღება;
- ინტოქსიკაცია;
- კარიესი;
- ზოგიერთი მედიკამენტოზური თერაპიის (ჰორმონათერაპია, ქიმიოთერაპია) მონიტორინგი;
- მენოპაუზა;
- ხანდაზმულობა.
ინტერპრეტაცია
კალციუმის მაღალი მაჩვენებელი (ჰიპერკალცემია) შესაძლოა გამოვლინდეს:
- პარათირეოიდული ჰორმონის ჭარბი გამომუშავებისას;
- გარკვეული სიმსივნური პროცესების დროს;
- კალციუმის პრეპარატების გადაჭარბებული მიღების შედეგად;
- სხვადასხვა კოაგულოპათიების დროს;
- ოსტეოპოროზის შემთხვევაში.
კალციუმის დაბალი მაჩვენებელი (ჰიპოკალცემია) შესაძლოა მიუთითებდეს:
- ვიტამინ D-ის დეფიციტზე;
- პარათირეოიდული ჰორმონის დარღვევაზე;
- თირკმლის დაავადებაზე;
- მალაბსორბციაზე;
- კუნთების კრუნჩხვებსა და ჩხვლეტის შეგრძნებაზე;
- სხვადასხვა კოაგულოპათიაზე;
- ოსტეოპოროზზე.
კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:
- სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC + ESR);
- შარდის საერთო ანალიზი;
- კოაგულოგრამა;
- კრეატინინი, სისხლში;
- კრეატინინის კლირენსი;
- შარდოვანა (UREA), შრატში;
- შარდოვანას აზოტი (BUN), სისხლში;
- ღვიძლის ფუნქცია (ALT, AST, GGT, საერთო და პირდაპირი ბილირუბინი), სისხლში;
- შარდმჟავა (Uric Acid), სისხლში;
- საერთო ცილა (Total Protein), სისხლში;
- ვიტამინი D (25-OH Vitamin D), სისხლში;
- პარათირეოიდული ჰორმონი (PTH), სისხლში;
- თირეოტროპული ჰორმონი (TSH), სისხლში;
- თავისუფალი თიროქსინი (FT4), სისხლში;
- მაგნიუმი (Mg), სისხლში;
- ფოსფორი (P), სისხლში;
- ვიტამინი B12, სისხლში;
- ფოლიუმის მჟავა (Folate), სისხლში;
- ელექტროლიტები (Na, K, Cl, Ca), სისხლში;
- რკინა (Iron), სისხლში;
- ფერიტინი (Ferritin), სისხლში;
- ტრანსფერინი (Transferrin), სისხლში;
- ალბუმინი, სისხლში.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
რეკომენდებულია უზმოდ ყოფნა. ბოლო 12 სთ-ის განმავლობაში არ მიიღოთ საჭმელი და სასმელი (მათ შორის: ალკოჰოლი, გაზიანი სასმელი, ყავა, წყალი), არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი და თამბაქო).
ტესტის მეთოდოლოგია
მასალის ტიპი
სისხლი (შრატი)
კვლევის შესრულების დრო
ქვეყანა
საქართველი
ავტორი და წყარო
გამოყენებული წყაროები:
- medscape.com
- uptodate.com
- clevelandclinic.org
- mayoclinic.org
- ნინო ღულათავა - სამედიცინო დირექტორი
- ნინო მურადაშვილი - ჰემატოლოგიის, ბიოქიმიის და იმუნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი
- ლევან არჯევანიძე - კომერციული დირექტორი