სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR)

სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC+ESR)

ფასი: 25 ₾

კვლევის შესახებ

სისხლის საერთო ანალიზი, ედს (CBC + ESR) არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დანიშნული ლაბორატორიული კვლევა, რომელიც იძლევა ზოგად სურათს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გამოიყენება როგორც სკრინინგული, დიაგნოსტიკური, მკურნალობის მონიტორირების (თერაპიის დროს დინამიკაში კვლევის ჩატარება) და დაავადების გამოსავლის შესაფასებლად. ამ კვლევით ფასდება სისხლის ძირითადი უჯრედები და ანთების, ინფექციის, სისტემური დაავადებების, ანემიისა და სხვა პათოლოგიების არსებობა. ეს კომბინირებული რუტინული ტესტი გამოიყენება მდგომარეობის სწრაფად შეფასებისა და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი, უფრო სპეციფიკური გამოკვლევების მიმართულების მისაცემად. სისხლის საერთო ანალიზით ხორციელდება დაავადებების ფართო სპექტრის დიაგნოსტიკა და მონიტორინგი. რეკომენდირებულია ამ კვლევის ჩატარება პრევენციის მიზნით 6 თვეში ერთხელ.

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია თუ გამოხატულია:


  • საერთო სისუსტე, დაღლილობა, ენერგიის ნაკლებობა;
  • ტემპერატურული რეაქცია, ცხელება, შემცივნება;
  • ანთებითი პროცესები;
  • ანემია;
  • ხველა, სურდო, ყელის ტკივილი;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • ვირუსული ან ბაქტერიული ინფექცია;
  • გულისრევა, ღებინება;
  • მუცლის ტკივილი;
  • ფაღარათი ან ყაბზობა;
  • მადის ცვლილება;
  • ინტოქსიკაცია;
  • ორსულობა;
  • ჰორმონალური ცვლილებები;
  • კუნთების ან სახსრების ტკივილი;
  • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;
  • დაბნეულობა;
  • კონცენტრაციის გაძნელება;
  • გაღიზიანებადობა;
  • სხეულის სიმძიმის შეგრძნება;
  • ოფლიანობა;
  • ძილიანობა ან უძილობა;
  • მოტივაციის ნაკლებობა;
  • კანზე გამონაყარი;
  • სისხლჩაქცევები, სისხლდენები;
  • ონკოლოგიური პათოლოგიები;
  • პროფილაქტიკურად წელიწადში ორჯერ.

ინტერპრეტაცია

  • ლეიკოპენია (ლეიკოციტების დაბალი მაჩვენებელი) შესაძლოა მიუთითებდეს ვირუსული ინფექციის არსებობაზე, სხვადასხვა აუტოიმუნური დაავადებასა და ძვლის ტვინის პრობლემებზე;
  • ლეიკოციტოზი (ლეიკოციტების რაოდენობის მატება) ხშირად მიუთითებს ანთებით პროცესებსა და ბაქტერიულ ინფექციაზე. ასევე იმუნური სისტემის დარღვევაზე და ძვლის ტვინის პრობლემებზე;
  • ერითროპენია (ერითროციტების რაოდენობის კლება) ჰემოგლობინის ან ჰემატოკრიტის დაბალ მაჩვენებლებთან ერთად ანემიის, სისხლდენის გამოვლინებაზე მიუთითებს და დაზუსტების და დიფერენცაიციის მიზნით საჭიროებს დამატებითი კვლევების ჩატარებას;
  • ერითროციტოზი (ერითროციტების რაოდენობის მატება) ჰემოგლობინის ან ჰემატოკრიტის მაღალი მაჩვენებლებთან ერთად სხვადასხვა კარდიოლოგიური და ჰემატოლოგიური პათოლოგიის მანიშნებელია;
  • თრომბოციტოპენია (თრომბოციტების დაბალი რაოდენობა) შესაძლოა იყოს ონკოლოგიური პათოლოგიების, ძვლის ტვინის მეტასტაზური დაზიანების, ლეიკოზების, ვირუსული ინფექციების, თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობის, ციროზისა და სხვა პათოლოგიების მანიშნებელი;
  • თრომბოციტოზი (თრომბიცოტების რაოდენობის მატება) შესაძლოა მიუთითებდეს სხვადასხვა ქრონიკულ ანთებით დაავადებაზე, ღვიძლის პათოლოგიებზე, ციროზზე, რევმატოიდულ დაავადებებზე, სხვადასხვა ანემიაზე, ტუბერკულოზე;
  • სისხლის კომპონენტების ცვლილებები შესაძლოა გამოწვეული იყოს ასევე ხანგრძლივი მედიკამენტოზური (განსაკუთრებით ჰორმონალური, ქიმიო, ანტიმიკოზური, ანტივირუსული და ანტიბაქტერიული) თერაპიის შედეგად.
  • ერითროციტების დალექვის სიჩქარის (ედს) ცვლილება ძირითადად ორგანიზმში მიმდინარე ანემიის, ანთებითი პროცესების, და შესაძლოა სხვადასხვა მიელომური დაავადების არსებობაზე მიუთითებდეს. იგი არასპეციფიკური მარკერია და აუცილებელია მისი შეფასება სისხლის საერთო ანალიზის მაჩვენებლებთან, სხვა ლაბორატორიულ თუ ინსტრუმენტალურ კვლევებთან და პაციენტის სიმპტომებთან ერთად.

დიაგნოსტიკური მიზნებისათვის, ლაბორატორიული კვლევის შედეგები ყოველთვის უნდა შეფასდეს ექიმის მიერ პაციენტის სამედიცინო ისტორიასთან, რადიოლოგიური და სხვა გამოკვლევასთან ერთად.

კვლევასთან ერთად ასევე ხშირად იტარებენ შემდეგ გამოკვლევებს:

სისხლის საერთო ანალიზთან ერთად ჩასატარებელი დამატებითი კვლევების შერჩევა ხდება პაციენტის ზოგადი მდგომარეობისა და კლინიკური სურათის გათვალისწინებით, მკურნალი ექიმის მიერ.

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

  • გეგმიურად კვლევის ჩატარებისთვის რეკომენდებულია უზმოდ ყოფნა. ბოლო 12 სთ-ის განმავლობაში არ მიიღოთ საჭმელი და სასმელი (მათ შორის: ალკოჰოლი, გაზიანი სასმელი, ყავა, წყალი), არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი და თამბაქო;
  • ქალების შემთხვევაში კვლევა არ სრულდება მენსტრუალური ციკლის დროს (გადაუდებელი შემთხვევების გარდა);
  • გადაუდებელი შემთხვევების დროს სპეციფიკური მომზადებას არ საჭიროებს.

ტესტის მეთოდოლოგია

"ავტომატური ჰემატოლოგიური ანალიზატორი BC 6800 Plus (Mindray, China) ავტომატური სისხლის ნაცხის შეღებვა, მიკროსკოპია. SC -120 (Mindray, China) SF Cube cell analysis technology for WBC, 5-Part diff, NRBC, RET and PLT-O, Focusing Flow-DC method for RBC and PLT, Cyanide free hemoglobin measurement."

მასალის ტიპი

სისხლი

კვლევის შესრულების დრო

4 საათი

ქვეყანა

საქართველი

ავტორი და წყარო

კვლევის კატეგორია

ჰემატოლოგია
Phone