ქუქი-ფაილების პოლიტიკა

ეს გვერდი განმარტავს, რა ქუქი-ფაილებსა და მსგავს ტექნოლოგიებს იყენებს მეგალაბის ვებგვერდი, რისთვის და როგორ შეგიძლიათ მართოთ თქვენი არჩევანი. ამ გვერდის მონახულება არ ნიშნავს ქუქი-ფაილებზე თანხმობას.

რა არის ქუქი-ფაილი

ქუქი-ფაილი არის მცირე ტექსტური ფაილი, რომელსაც ვებგვერდი ინახავს თქვენს მოწყობილობაზე. ის გვეხმარება ვებგვერდის გამართულ მუშაობასა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაში. მსგავსი მიზნით ვიყენებთ ბრაუზერის მეხსიერებასაც (local storage / session storage).

აუცილებელი ქუქი-ფაილები

ეს ფაილები საჭიროა ვებგვერდის უსაფრთხოებისა და ძირითადი ფუნქციონირებისთვის (მაგალითად, კალათისა და შეკვეთის გასაგრძელებლად). მათი გამოყენებისთვის თანხმობა საჭირო არ არის და ისინი შეიძლება დარჩეს აქტიური მაშინაც, როცა არააუცილებელ ქუქი-ფაილებზე უარს ამბობთ, რადგან მათ გარეშე სისტემა ვერ იმუშავებს.

სახელიტიპივადადანიშნულება
ml_web_cartქუქი-ფაილი7 დღესტუმრის კალათის დამახსოვრება, რათა შეკვეთა გააგრძელოთ.
shop.checkouts, shop.activeOrderNumberბრაუზერის მეხსიერებამაქსიმუმ 30 დღემიმდინარე შეკვეთასა და გადახდის შედეგზე წვდომა.
megalab.cookieConsentბრაუზერის მეხსიერებასანამ არჩევანს არ შეცვლით ან არ წაშლითთქვენი არჩევანის (დათანხმება ან უარყოფა) და მისი დროის შენახვა.
Cloudflare Turnstileმესამე მხარე (მხოლოდ რეგისტრაციის გვერდზე)სესიაავტომატური (რობოტული) მოთხოვნებისგან რეგისტრაციის ფორმის დაცვა.

არააუცილებელი (ანალიტიკური) ქუქი-ფაილები

ეს ფაილები გვეხმარება გავიგოთ, როგორ იყენებენ სტუმრები ვებგვერდს. ისინი იტვირთება და აქტიურდება მხოლოდ თქვენი დათანხმების შემდეგ. სანამ არჩევანს არ გააკეთებთ, ან თუ უარს იტყვით, ისინი არ ჩაირთვება.

სახელიტიპივადადანიშნულება
_ga, _ga_*ქუქი-ფაილი (Google Analytics)მაქსიმუმ 2 წელივებგვერდის გამოყენების სტატისტიკა.

მესამე მხარის კონტენტი

ზოგიერთ გვერდზე ჩაშენებულია მესამე მხარის კონტენტი (მაგალითად, YouTube ვიდეო). ასეთი სერვისები შეიძლება თავადაც იყენებდნენ ქუქი-ფაილებს მათი საკუთარი პოლიტიკის შესაბამისად.

თქვენი არჩევანი

ვებგვერდზე პირველი შემოსვლისას შეგიძლიათ დაეთანხმოთ ან უარყოთ არააუცილებელი ქუქი-ფაილები, ან ფანჯარა ჩაკეცოთ და გადაწყვეტილება მოგვიანებით მიიღოთ. ჩაკეცვა არ ნიშნავს არც თანხმობას, არც უარყოფას. არჩევანი ინახება და ფანჯარა ყოველ გვერდზე აღარ გამოჩნდება.

Phone