კვლევის შესახებ

ელექტროლიტები ელექტრონულად დამუხტული მინერალური ნივთიერებებია, რომლებიც აუცილებელია ნერვული იმპულსების გადაცემის, კუნთების შეკუმშვის, გულის რიტმისა და სითხის ბალანსის რეგულაციისთვის.

ამ კვლევით ძირითადად ფასდება:

ნატრიუმი (Na - უზრუნველყოფს ნერვ-კუნთოვანი გადაცემის რეგულაციას და ორგანიზმში სითხის კონტროლს);

კალიუმი (K -მნიშვნელოვანი კომპონენტია გულის კუნთის მუშაობისთვის, გავლენას ახდენს რიტმის ცვლილებებზე და უზრუნველყოფს კუნთოვანი და ნერვული ქსოვილის სწორ მუშაობას);

ქლორი (Cl - ერთ-ერთი ძირითადი ინდიკატორია სითხის ბალანსის რეგულაციაში);

იონიზირებული კალციუმი (Ca++ - გულის მუშაობის, ნერვული იმპულსების გადაცემისა და კუნთების შეკუმშვის მნიშვნელოვანი მარკერია).

რა შემთხვევაში უნდა ჩაიტაროთ კვლევა?

კვლევის ჩატარება რეკომენდებულია, როდესაც სახეზეა:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები (რიტმის დარღვევები, ჰიპერტენზია, შეშუპება);

თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა;

თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიები;

ნერვ-კუნთოვანი სისტემის პათოლოგიები (კუნთების სისუსტე, კრუნჩხვები);

ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა;

დეჰიდრატაცია (ღებინება, დიარეა) ან ჭარბი სითხის მიღება;

მალაბსორბცია ან პარენტერალური კვება;

ენდოკრინული პათოლოგიები (ჰორმონალური ცვლილებები);

ზოგიერთი მედიკამენტის (დიურეტიკების) მკურნალობის მონიტორინგი.

როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?

რეკომენდებულია უზმოდ ყოფნა. ბოლო 12 სთ-ის განმავლობაში არ მიიღოთ საჭმელი და სასმელი (მათ შორის: ალკოჰოლი, გაზიანი სასმელი, ყავა, წყალი), არ მოიხმაროთ საღეჭი რეზინი და თამბაქო).

კვლევის შესრულების დრო
3 საათი